Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

განვიხილეთ პროექტის პრეზენტაცია. გავეცანით მოდულ 5-ს, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა პროექტების შეფასებას გავეცანი შეფასების 5 სტრატეგიას წახალისების თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი; პროგრესის მონიტორინგის; გაგების შემოწმების და უნარების დემონსტეირების სტრატეგიები. შევარჩიე შეფასების მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევქმენი გაზეთის ჩეკლისტი.

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღეს დავასრულეთ მე-4 მოდული,რომელიც ეხებოდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს. გავეცანი სახელმძღვანელოდან მოსწავლის სხვადასხვა ნიმუშებს. პროექტის თემიდან გამომდინარე შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი (კედლის გაზეთი).

წელიწადის დროები

ტრენინგის მე-5 დღე

ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლე ბლოგის გაფორმება, სათაურის ფერის, ფურცლის ფერის, ფონის შერჩევა. ფაილების განთავსება ბლოგზე. ვიმუშავე drive-ზე. გავეცანი, თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები და როგორ უნდა მივუთითო. ,,word"-ის დოკუმენტში ჩავსვი ლინკი.

Friday, September 22, 2017

ტრენინგის მე-4 დღე

გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდს, მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიებს. შევარჩიე თემიდან გამომდინარე შესაბამისი მეთოდი და შევიტანე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. შევქმენი შერჩეული მეთოდის ინსტრუმენტი word-ის დოკუმენტში. ვიმუშავე ბლოგზე. ვისწავლე ჩანაწერის რედაქტირება და სურათის ჩასმა.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მე-3 დღე მეორე მოდული

ვიმუშავე სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. შევუსაბამე ესგ სტანდარტი. დავწერე მიზნები, შევარჩიე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Monday, September 11, 2017

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.  შევარჩიეთ სამი უნარ-ჩვევა პროექტის შესაბამისად. გავეცანით ბუკლეტს, ბუკლეტის ნიმუშებს და ბუკლეტის შაბლონის შერჩევის შემდეგ დავიწყეთ ბუკლეტის შევსება ჩვენი პროექტისათვის.

Friday, September 8, 2017

ტრენინგის I დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი პროექტს, ვისაუბრეთ პროექტსა და გაკვეთილს შორის განსხვავებაზე. მიმოვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო, რას მოიცავს და როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ. გავეცანი ელექტრონულ პორტფოლიოს და თავადაც შევქმენი. მიმოვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და შევინახეთ პორტფოლიოში. გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს, გავხსენი ბლოგი.

ტრენინგის შეჯამება

ამ დღეს შევაჯამეთ ინტელის სასწავლო კურსი; პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. ჩვენ გავეცანით ...